Ხელს ვუწყობთ საზოგადოებრივ ცნობიერების ამაღლებას მეტი ცოდნა მეტი სიძლიერეა

    ჩვენს შესახებ

HumanDoc სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი HumanDoc ფონდის ნაწილია.

ფონდი HumanDoc შიქმნა იმისათვის, რათა საჭირო ცოდნით აღეჭურვა საზოგადოება და ინფორმირებულ საზოგადოებასთან ერთად ემოქმედა გლობალური პრობლემების გადასაჭრელად. ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ მრავალი ინტერდისციპლინარული პროექტი, რომელთა უმრავლესობა საზოგადოების კეთილდღეობისა და შესაძლებლობების გათანაბრებას ისახავდა მიზნად. ჩვენი ძირითადი სპეციალიზაცია კომპლექსური, მრავალსაფეხურიანი პროექტების მენეჯმენტია, რაც შედეგია ეფექტიანი დაგეგმვის უნარების, ინფორმაციის კომპლექსური ანალიზისა და სწორად შერჩეულ გამოცდილ ექსპერტებთან თანამშრომლობისა, რომლებიც იზიარებენ ჩვენი ფონდის ღირებულებებს.

HumanDoc-ის მუშაობის პრინციპი ჯაჭვურ რეაქციას ჰგავს.

აღნიშნული ჯაჭვი იწყება ბრწყინვალე იდეების მქონე ადამიანების გუნდით. ჩვენ ვცვლით სხვადასხვა გამოცდილებას და ჩვენი ღირებულებების გათვალისწინებით ვცდილობთ, იდეები რეალობად ვაქციოთ. ჩვენი გუნდი თითოეულ ახალ პროექტს ხედავს, როგორც ახალი გამოცდილებისა და ახალი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. თითოეული პროექტი შესაძლებლობას გვაძლევს, ვითანამშრომლოთ ახალ პარტნიორებთან და ასევე ვიმუშაოთ იმ თანამშრომლობის გაძლიერებისათვის, რომელიც უკვე არსებულ პარტნიორებთან გვაქვს. ყოველი ახალი გამოცდილება, ასე რომ ვთქვათ, ახალ იდეებად ითარგმნება. რაც თავის მხრივ, ახალი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების საწინდარია. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები ერთ ღამეში არ შექმნილა. ჩვენი თითოეული პროექტი ურთიერთდაკავშირებულია. რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩვენი წინა ქმედებების, ცოდნის, შეძენილი პარტნიორებისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ბენეფიციარების ნდობის შედეგია. იმ ბენეფიციარების, რომლებიც ჩვენ გვიცხადებენ ნდობას და ღიად გვიზიარებენ საკუთარ ისტორიებსა და პირად გამოცდილებას და ამ გზით ყურადღებას გვამახვილებინებენ იმ ხარვეზებზე, რომელიც სისტემას აქვს. იმ სისტემას, რომლის გაუმჯობესებისთვისაც ჩვენ ვიბრძვით.

პროექტები  

 

ჩვენი საქმიანობის მთავარი იდეა სისტემური სიცარიელეების ამოვსებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ჩარჩოების გარეშე, საპროექტო კონცეფციების და სპექტრის მხრივ. ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც ეხება განვითარებას და ჰუმანიტარულ დახმარებას და ასევე გლობალურ განათლებას. ჩვენ ასევე ვახორციელებთ აქტივობებს ფილმების და სატელევიზიო პროდაქშენის კუთხით.

რათა ექიმებმა და პოლიციამ იცოდნენ, როგორი რეაგირება მოახდინონ ძალადობის შემთხვევებზე

რათა ექიმებმა და პოლიციამ იცოდნენ, როგორი რეაგირება მოახდინონ ძალადობის შემთხვევებზე

საქართველოში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქტივობების განხორციელებისას, მივხვდით, რომ ოჯახური ძალადობა, რომელიც ამ ქვეყნის ერთერთ უდიდეს სოციალურ პრობლემას წარმოადგენს, სხვა მიზეზებთან ერთად, ინფორმაციის ნაკლებობის და შესაბამისი განათლების არარსებობის შედეგია. ეს არ...

read more
ახალი სახლი – ზუგდიდის ქალთა და ბავშვთა თავშესაფარი

ახალი სახლი – ზუგდიდის ქალთა და ბავშვთა თავშესაფარი

საქართველოში ოჯახური ძალადობის პრობლემის მასშტაბებს კარგად ასახავს HumanDoc Foundation-ის მიერ ორგანიზებულ ერთერთ ტრენინგში მონაწილე პოლიციის ოფიცრის ისტორია. ტრენინგის გავლის შემდეგ მან აღიარა, რომ თავადაც იყო ოჯახში მოძალადე. უკვე წლებია, HumanDoc Foundation...

read more
სიჩუმესა და სიბნელეში. ჩვენ გვერდში ვუდგევართ ყრუ-უსინათლო პირებს.

სიჩუმესა და სიბნელეში. ჩვენ გვერდში ვუდგევართ ყრუ-უსინათლო პირებს.

გიფიქრიათ ოდესმე, როგორი იქნებოდა, მხედველობა რომ დაგეკარგათ? რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, როდესაც არ გესმის გარშემო რა ხდება? როდესაც არასოდეს გაგიგია საკუთარი დედის, ან შვილის ხმა? ნინოსთვის ეს შეგრძნება კარგად ნაცნობია. და ეს არ არის მხოლოდ სიბნელე. ეს ნიშნავს...

read more
ჩვენ ვმუშაობთ ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებთან

ჩვენ ვმუშაობთ ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებთან

ოჯახური ძალადობა, სულ უფრო მეტად დიაგნოზირდება როგორც სოციალური პრობლემა. ოჯახის უახლოესი წევრისგან ძალადობის გამოცდილება, მაგრამ, ასევე ოჯახის წევრებზე ძალადობაც, უდიდეს გავლენას ახდენს ურთიერთობების ჩამოყალიბების დეფიციტზე, ურთიერთობების შენარჩუნებაზე და...

read more
ოჯახის დახმარების ცენტრი ზუგდიდში

ოჯახის დახმარების ცენტრი ზუგდიდში

როდესაც 2016 წელს საქართველოში საქმიანობა დავიწყეთ, მაშინვე ცხადი გახდა, რომ უნდა დავხმარებოდით ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს. ცოტა ხანში გავხსენით კიდეც თავშესაფარი, რომელიც მათთვის გარკვეულწილად უსაფრთხო სავანე გახდა მათთვის. ორგანიზაცია მერკურის ექსპერტების...

read more

პუბლიკაციები

სემინარები